अटारी–वाघा सीमा समारोह

( ვაკაპი )

ვაკაპი, აგრეთვე ცნობილი როგორც ატარი-ვაგა სასაზღვრო ცერემონია — ყოველდღიური სამხედრო ტრადიცია, რომელსაც ინდოეთის (სასაზღვრო უსაფრთხოების ძალები, BSF) და პაკისტანის (პაკისტანის რეინჯერები) უსაფრთხოების ძალები ერთობლივად ანხორციელებენ 1959 წლიდან. გამოსვლა ხასიათდება ცეკვის მსგავსი დახვეწილი და სწრაფი მანევრებით და ფეხების მაქსიმალურად მაღლა აწევის ტექნიკით. ეს არის ორი ქვეყნის დაპირსპირების, მეტოქეობის, ასევე ერებს შორის ძმობისა და თანამშრომლობის სიმბოლო.

მსგავსი აღლუმები ეწყობა მაჰავირ/სადკის საზღვარზე ფაზილკას მახლობლად და ჰუსაინივალას/განდა სინგ ვალას საზღვარზე, ფიროზპურის მახლობლად.

ეს ცერემონია ტარდება ყოველ საღამოს მზის ჩასვლამდე ვაგა-ატარის საზღვარზე, რომელიც, როგორც „Grand Trunk Road“-ის ნაწილი იყო ერთადერთი საგზაო დამაკავშირებელი ამ ორ ქვეყანას შორის 1999 წელს ქაშმირში „Aman Setu“-ს გახსნამდე. ცერემონია იწყება ორივე მხრიდან ჯარისკაცების აღლუმით და სრულდება ორი ერის დროშების შესანიშნავად, კოორდინირებული დაშვებით.

Photographies by:
Samir103 - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
826
Statistics: Rank
231767

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
248397156Click/tap this sequence: 4485
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვაკაპი ?

Booking.com
9.003.359 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 698 visits today.