Trullo ( ტრულო )

ტრულო (ბერძ. τρούλος-დან, «გუმბათი», იტალ. Trullo)— ტრადიციული სახლები, აშენებულია მშრალი წყობის მეთოდით (დუღაბის გარეშე), კონუსისებური სახურავით და აქვს წინაისტორიული იერსახე. გავრცელებულია იტალიის რეგიონ აპულიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში.

შემონახული ტრულოებიდან ყველაზე ძველი აგებულია XVI საუკუნეში მურჯას პლატოს მახლობლად აპულიაში.

ალბერობელოს ტრულოები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.