Tiramisù ( ტირამისუ )

ტირამისუ (იტალ. Tiramisù, სიტყვასიტყვით — „აღმაფრთოვანე“) — იტალიური მრავალფენიანი დესერტი, რომლის შემადგენლობაშიც შემდეგი ინგრედიენტები შედიან: ყველი მასკარპონე, ყავა (ჩვეულებრივ ესპრესო), ქათმის კვერცხები, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი. როგორც წესი, დესერტს კაკაო-ფხვნილს მიმოაყრიან ხოლმე.

ტირამისუ — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. არსებობს რეცეპტის ადაპტაციები, რომელთა მიხედვით კაკაო-ფხვნილს გახეხილი შოკოლადით ანაცვლებენ, სავოიარდის — ბისკვიტით, კოფეინის განაჟღენთს — ხილის ან ალკჰოჰოლის (ჩვეულებრივ მარსალას ან მადერას) განაჟღენთით, ხოლო გარკვეულ ვარიაციებში კი ტირამისუ შეიძლება პუდინგს ან კეკსს მიამსგავსოთ.