天ぷら ( ტემპურა )

ტემპურა (天ぷら ან 天麩羅 (ტენპურა), [tempɯɾa]) არის იაპონური კერძი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ზღვის პროდუქტებისგან, ხორცისაგან და ბოსტნეულისგან, რომლებიც ძალიან თხელ, თხევად ცომშია ამოვლებული და შემწვარი. კერძი მე-16 საუკუნეში ნაგასაკში მცხოვრებმა პორტუგალიელებმა შექმნეს, როცა ადგილობრივებს გააცნეს საკვების თხელ ცომში ამოვლების და შეწვის ტექნიკა.