ტარიფა (ესპ. Tarifa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, კადისის პროვინციაში, ანდალუსია. მდებარეობს პირენეს ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მოსახლეობა 18 169 კაცი (2018).

ისტორია

თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ტარიფა იყო ერთ-ერთი რომაული დასახლება. თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ ეს დასახლება მდებარეობდა დღევანდელი ალხესირასის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტმა სახელწოდება თარიფ იბნ მალიქის შემოტევის შემდეგ მიიღო 710 წელს. ტარიფას მახლობლად მდებარე სოფელი ბოლონია ასევე დასახლებული იყო რომაულ ხანაში. სოფლის მახლობლად დღესაც გვხვდება რომაული ნანგრევები.

სამხრეთ ესპანეთის მუსულიმების მიერ დაპყრობის შემდეგ ქალაქში X საუკუნეში ციხესიმაგრე შენდება. 1292 წელს იგი დაიპყრო კასტილიის მეფემ სანჩო IV-მ და ორი წლის შემდეგ მან წინააღმდეგობა გაუწია ჩრდილოეთ აფრიკის ისლამური ჯარების ალყას. მუნიციპალიტეტი წინააღმდეგობას უწევდა 1340 წელს მარინიდების კიდევ ერთ ალყას. ნახევარკუნძულის ომის მსვლელობისას ტარიფას ალყა შემოარტყეს ფრანგულმა ჯარებმა 1810 წლის 20 დეკემბერს და შემდეგ 1811 წლის 18 დეკემბერს. ორივე შემოტევისას ქალაქი დაიცვა ბრიტანულმა ჯარებმა გიბრალტარიდან, რადგან ესპანელები და ბრიტანელები მოკავშირეები იყვნენ ფრანგების წინააღმდეგ. 1811–1812 წლებშ ტარიფის ალყის დროს 3 000 დამცავი ჯარისკაცი ჰყავდა, რომელთაგან 1 200 იყო ბრიტანელი.

Photographies by:
BaronBrian from Oklahoma City, United States - CC BY 2.0
Statistics: Position
2834
Statistics: Rank
107205

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
369154278Click/tap this sequence: 6786
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ტარიფა ?

Booking.com
8.714.207 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 345 visits today.