თანგკა
თანგკა ან თანკა (ტიბ. ཐང་ཀ་ თანგ კა; ნეპ. पौभा) — ტიბეტური აბრეშუმის ნახატი ნაქარგებით, ხშირად გამოსახულია ბუდდჰათა, ცნობილი სცენები და მანდალების გამოსახულებები. თანგკა არ არის ზეთის ან აკრილის ნახატების მსგავსად ბრტყელი. საერთოდ, თანგკები დიდი ხანი ძლებს და ინარჩუნებს ელვარებას, თუმცა მისი ფაქიზი ბუნების გამო, უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას, რომ ნესტმა აბრეშუმი არ დააზიანოს. ხშირად თანგკას გრაგნილ-ნახატებსაც უწოდებენ.
თავიდან, თანგკები მოგზაური ბერების გამო გახდა პოპულარული, რადგან გრაგნილი-ნახატები ადვილად იხვეოდა და მონასტრიდან მონასტერში წასაღებად ადვილი იყო. თანგკები ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს ბუდდჰების, გავლენიანი ლამების, სხვა ღვთაებებისა და ბოდჰისატვათა ცხოვრების ამსახველ სასწავლო იარაღად.
თანგკას რამდენიმე დანიშნულება აქვს: სასწავლო იარაღი ბუდდჰათა ცხოვრების, ცნობილ ლამათა ისტორიებისა და სხვადასხვა, ღვთაებებთან დაკავშირებული, მითების. რელიგიური გამოსახულებები, რომლებიც გაკუთვნილია დეკორაციისათვის სხვადასხვა რიტუალებისა და ლოცვის დროს; და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი - ის გამოიყენება მედიტაციისას, გასხივოსნების მისაღწევად.
ჩინურმა მხატვრობამ დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად ტიბეტურ მხატვრობაზე. XIV დან XV საუკუნემდე ტიბეტურმა მხატვრობამ ბევრი ელემენტი გადმოიღო ჩინურიდან.