Tallinn

( ტალინი )

ტალინი (ყოფილი რეველი) — ესტონეთის დედაქალაქი. გაშენებულია ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.

ისტორია

ესტონური ეროვნული ეპოსის „კალევიპოეგის“ თანახმად, ოდესღაც ესტონეთს ძლევამოსილი, კეთილი და ბრძენი მეფე, კალევი მართავდა და როგორც ამქვეყნად ყველა ცოცხალის ხვედრია, რაც უნდა ძლევამოსილი, კეთილი და ბრძენი იყოს, იგი გარდაიცვალა. მის საფლავზე უზარმაზარი ციხე–სიმაგრე გაშენდა იმ ქვებით, რომელიც ლინდას, კალევის მეუღლეს განუწყვეტლივ მოჰქონდა წინსაფრით. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ციხე–სიმაგრის დასრულებას თითქმის არაფერი უკლდა, ლინას წინსაფარიდან ერთი დიდი ლოდი დაუვარდა. დაღონებული დედოფალი ლოდზე ჩამოჯდა და ატირდა. სწორედ მისი ცრემლებიდან დაიბადა ტბა იულემისტე, რომელიც მდებარეობს ქალაქზე მაღლა, მისგან სამხრეთით კირქვიან პლატოზე აეროპორტთან. ამ ტბაში სანაპიროსთან დღესაც მოჩანს ერთი ლოდი და ყველა ესტონელი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ იგი სწორედ დედოფლის სახსოვარია.

ციხე–სიმაგრეს ტოომპეა ეწოდა და იგი ახალი ქალაქის ბირთვი გახდა...

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ობიექტური წყარო, რომელიც მიუთითებდა ტოომპეას რეალურ ასაკს, მეცნიერულად დასტურებულია, რომ პირველი დასახლება მდ. ჰაირიაპეას (დღეს გადახურულია) კელდრიმიაეს რაიონში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ტოომპეა დგას, 35 000 წლის წინ გამოჩნდა. პირველი სარწმუნო წყარო ჩნდება 1219 წლის ანალებში, როდესაც დანიელებმა მეფე ვალდემარ II წინამძღოლობით აიღეს ლინდანისის (სკანდინავიურ წყაროებში) თუ ლინდანიასის (რუსულ წყაროებში) ციხე–სიმაგრე და ქალაქი კალევანი (სკანდ. წყაროები), თუ კოლუვანი (რუს. წყაროები). თანამედროვე ტოომპეა და ტალინი. თავად ქალაქის თანამედროვე სახელწოდებაც ამ ფაქტს უკავშირდება. ტალინის სახელწოდების ესტონური ორიგინალი Tallinn ნიშნავს დანიელთა ქალაქს.

ლეგენდის თანახმად, ერთადერთი რამაც გადაარჩინა დანიელები დამარცხებას, იყო ის, რომ მათ ციდან გამოეცხადათ წითელი ტილო თეთრი ჯვრით-ანუ „დანებროგი“; დანიის სახელმწიფო დროშა. ეს მოხდა 1219 წლის 15 ივნისს.

ამის შემდეგ, 1230 წელს 200 გერმანელი ვაჭარი და ხელოსანი ჩამოვიდა ტალინში და ტოომპეას ძირს დაესახლა. (ტოომპეას ციხე–სიმაგრე ბორცვზეა გაშენებული). 1248 წელს, როდესაც ჩრდილოეთ ესტონეთს კვლავ დანიელები მართავდნენ, ტალინი ანუ რეველი, როგორც იგი იყო ცნობილი იმ დროს; შეუერთდა ლიუბეკის კავშირს. ქალაქში ჩამოყალიბდა ეკლესიები, მონასტრები, სავაჭრო–სახელოსნოები, სკოლები და ა.შ. 1343 წელს დანიამ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში დაბანაკებულ ტევტონებს ჩრდილოეთ ესტონეთი და მასთან ერთად ტალინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მიჰყიდა. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ტალინი გაწევრიანდა ჰანზის კავშირში, რამაც დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკურ აღმშენებლობას და წინსვლას.

ლივონიის ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, 1561 წელს ტალინის საქალაქო საბჭომ შვედეთს გამოუცხადა ერთგულება. საპასუხოდ რუსეთის არმიებმა ტალინს ორჯერ შემოარტყეს ალყა 1570–1571 წელს სამი კვირით და 1577 წელს შვიდი კვირით. თუმცა ქალაქი არცერთხელ არ დანებდა. ქალაქი დარჩა შვედეთის ტახტის ქვეშ გერმანული მართვით. ტალინის ხელისუფლება ესტლანდიის, ლიფლანდიის და კურლანდიის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილს გადასწვდა. ეს ის რაიონებია, სადაც მოგვიანებით ესტონეთის რესპუბლიკა დაარსდება.

მოგვიანებით, როდესაც ესტონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ტალინმა უკვე დედაქალაქის გამოკვეთილი ფუნქციები შეიძინა. ეს ფუნციები განსაკუთრებით გაძლიერდა 1918 წლის შემდეგ, როდესაც ტალინი ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან დედაქალაქად გამოცხადდა. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ტალინმა არნახული ექსპანსია დაიწყო. განსაკუთრებით აღმოსავლეთი მიმართულებით–სადაც აშენდა მუსტამიაეს, ოიისმიაესა და ლასნამიაეს ახალი რაიონები. 1991 წელს ტალინმა დამოუკიდებელი ესტონეთის მართვა დაიბრუნა...

ტალინში და მთელ ესტონეთშიც ყველამ იცის ლეგენდა ჭაღარა მოხუცის შესახებ, რომელიც იულემისტეს ტბაში ცხოვრობს. შეწუხებული იმით, რომ ქალაქი შენდება და მის სახლს უახლოვდება, იგი დგება ტბის ფსკერიდან ყოველი შემოდგომის ერთ ბნელ ღამეს, ეშვება ქალაქის კარიბჭესთან და კითხულობს „დასრულდა მშენებლობა თუ კვლავ გრძელდება?“ ყველამ იცის თუ რა უნდა უპასუხონ და თუ მაინც ვინმეს შემთხვევით წამოსცდა, რომ ქალაქში მშენებლობები დასრულდა, ან ქალაქი საბოლოოდ აშენდა; მაშინ ჭაღარა მოხუცი გახსნის იულემისტეს ჯებირებს, მიუშვებს წყალს ქალაქზე და მის მაცხოვრებლებიანად გაანადგურებს. ასე რომ, ტალინის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

Photographies by:
Statistics: Position (field_position)
2169
Statistics: Rank (field_order)
43903

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
392745186Click/tap this sequence: 3721

Google street view

Where can you sleep near ტალინი ?

Booking.com
449.920 visits in total, 9.077 Points of interest, 403 Destinations, 13 visits today.