სუმბა — ინდონეზიის კუნძული, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. შედის მცირე ზონდის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ფართობი შეადგენს 11,153 კმ²-ს, 2005 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 611,422 ადამიანი. ამ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული სუმბავა, კუნძულ ფლორესისგან გამოყოფილია სუმბას სრუტის მეშვეობით. სუმბასა და ტიმორს შორის მდებარეობს სავუს ზღვა. დასავლეთი სანაპიროები კი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლში.

სუმბა მთიანი კუნძულია, აქ მდებარეობს ვულკანები და მაღალი მთები, კუნძულის სანაპირო ზოლი დაბლობებს უკავია. კუნძული გამოირჩევა ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით.

ისტორია

კუნძულზე მდებარეობს მეგალითები, რაც აქ ადამიანების უძველესი დროიდან ცხოვრებაზე მეტყველებს. აქ აღმოჩენილია უძველესი ნივთები. კოლონიზაციის პერიოდის დაწყებამდე, სუმბაზე სახლობდა საკმაოდ ბევრი მცირე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ეს ტერიტორია შედიოდა მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში.

1522 წელს, აქ პირველი ევროპელები მივიდნენ, 1866 წლამდე ეს ტერიტორია შედიოდა ჰოლანდიის ოსტ-ინოეთში. ჰოლანდიელების მიერ მოხდა ამ კუნძულზე კალვინიზმის გავრცელება.

Photographies by:
monica renata from jakarta - CC BY 2.0
- Public domain
Statistics: Position
7584
Statistics: Rank
39819

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
916275348Click/tap this sequence: 6821
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სუმბა ?

Booking.com
9.006.095 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.316 visits today.