შოტლანდიური ეროვნული გალერეა

შოტლანდიური ეროვნული გალერეა (ადრე ცნობილი როგორც შოტლანდიის ეროვნული გალერეა) - შოტლანდიის ხელოვნების ეროვნული გალერეა. მდებარეობს მაუნდში, ედინბურგის ცენტრში, პრინსეს-სტრიტზე. გალერეის შენობა უილიამ ჰენრი პლეიფერის მიერ ნეოკლასიკურ სტილშია აგებული. პირველად 1859 წელს გაიხსნა.

გალერეაში დაცულია შოტლანდიის სახვითი ხელოვნების ეროვნული კოლექცია, რომელიც შოტლანდიურთან ერთად საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს რენესანსიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

შოტლანდიური ეროვნული გალერეა შოტლანდიის ეროვნული გალერეების მიერ იმართება, რომელიც შოტლანდიის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ გალერეასა და შოტლანდიის პორტრეტების ეროვნულ გალერეასაც აერთიანებს. არქიტექტურული მსგავსების გამო, შოტლანდიის ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს ხშირად მახლობლად მდებარე სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობაში ერევათ.

ისტორია
 
ედინბურგის სასახლე და ეროვნული გალერეა (დაახ. 1865 წელი)

შოტლანდიის ეროვნული კოლექციის წარმოშობა შოტლანდიაში სახვითი ხელოვნების წახალისებისთვის დაფუძნებულ სამეფო ინსტიტუტთანაა დაკავშირებული, რომელიც 1819 წელს დაარსდა. ინსტიტუტმა ნახატების შეგროვება დაიწყო და 1828 წელს სამეფო ინსტიტუტის შენობა მაუნდზე გაიხსნა. 1826 წელს ხელოვანთა ჯგუფმა, რომლებიც სამეფო ინსტიტუტის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო, შოტლანდიური აკადემია დააარსა, რომელსაც 1838 წელს სამეფო შოტლანდიური აკადემია ეწოდა. სამეფო შოტლანდიური აკადემიის მთავარი მიზანი ეროვნული კოლექციის შექმნა გახდა. აკადემიამ კოლექციის შექმნა დაიწყო და 1835 წელს სამეფო ინსტიტუტის შენობაში საგამოფენო სივრცე იქირავა.[1]

1840-იან წლებში სამეფო შოტლანდიური აკადემიის ახალი შენობისთვის პროექტი შოტლანდიელმა არქიტექტორმა, უილიამ ჰენრი პლეიფერმა შეიმუშავა. 1850 წლის 30 აგვისტოს მშენებლობას პრინცმა ალბერტმა ჩაუყარა საფუძველი. შენობა თავიდანვე ორ ნაწილად იყო გაყოფილი: აღმოსავლეთ ფრთაში სამეფო შოტლანდიური აკადემიის გალერეები განთავსდა, ხოლო დასავლეთ ნახევარში შოტლანდიის ეროვნული გალერეა, რომელის სამეფო ინსტიტუტის კოლექციის საფუძველზე შეიქმნა.[1] ეროვნული გალერეა ოფიციალურად 1859 წელს დაარსდა. 1912 წელს სამეფო შოტლანდიური აკადემია სამეფო ინსტიტუტის შენობაში გადავიდა, რომელსაც სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობა ეწოდა.

XXI საუკუნეში ეროვნულმა გალერეებმა პლეიფერის პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პრინსეს-სტრიტის ბაღებიდან ეროვნულ გალერეაში ახალი შესასვლელის და გალერეისა და განახლებული სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობის ვესტონის მიწისქვეშა გასასვლელით დაკავშირებას გულისხმობდა. მიწისქვეშა სივრცე 2004 წელს გაიხსნა.[2]

2012 წელს გალერეის ქოლგა-ორგანიზაციის, შოტლანდიის ეროვნული გალერეების, რებრენდინგის შემდეგ გალერეას სახელი გადაერქვა და შოტლანდიური ეროვნული გალერეა ეწოდა.[3][4]

↑ 1.0 1.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის history არ არის მითითებული ტექსტი; $2Playfair Project. National Galleries of Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 3 April 2012Potter, MatthewC (2017) The Concept of the 'Master' in Art Education in Britain and Ireland, 1770 to the Present (en). Routledge, გვ. 17. ISBN 9781351545471. O Street creates unifying brands for Scottish galleries - Design Week (8 June 2011). ციტირების თარიღი: 12 April 2018

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
951276843Click/tap this sequence: 7778

Google street view

Where can you sleep near შოტლანდიური ეროვნული გალერეა ?

Booking.com
490.139 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 14 visits today.