San Gimignano

( სან-ჯიმინიანო )

სან-ჯიმინიანო (იტალ. San Gimignano) — იტალიური კომუნა (ქალაქი) ტოსკანაში, სიენის პროვინციაში. მდებარეობს 334 მ სიმაღლის ბორცვის თავზე, ფლორენციიდან სამხრეთ-დასავლეთით — 56 კმ-ის დაშორებით. 2018 წლის მონაცემებით კომუნის მოსახლეობის რაოდენობა 7 743 ადამიანს შეადგენდა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო თვალწარმტაც, სანახაობრივად და ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად ტოსკანაში. ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის უნიკალური ძეგლებით, მათ შორის ქალაქის გალავნებითა და კოშკებით. სან-ჯიმინიანო, XX საუკუნეში ჩატარებული გარკვეული სარესტავრაციო სამუშაობის მიუხედავად, XIV საუკუნიდან ძირითადად ხელუხლებლად რჩება და ევროპაში კომუნების ეპოქის ქალაქების ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წამოადგენს.

1990 წლიდან სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ისტორია

სან-ჯიმინიანო, როგორც პატარა სოფელი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში ეტრუსკების მიერ. ეტრუსკების ძლიერების დაცემის შემდეგ, ამ ადგილას აშენდა რომაული ფორტი სილვია. დასახლება ქალაქის იერსახეს და ამჟამინდელ სახელწოდებას X საუკუნიდან იძენს. ქალაქს სან-ჯიმინიანო მოდენის ეპისკოპოსის გემინიან მოდენელის (320–397) პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც ლეგენდის თანახმად, ქალაქის კედლებთან ატილას მეთაურობით მომდგარი ჰუნების ურდოები შეაჩერა V საუკუნეში.

მოგვიანებით, ქალაქი სწრაფად იზრდება მასზე გამავალი იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამომლოცველო მარშრუტის ე.წ. ფრანკების გზის წყალობით. ამ პერიოდისთვის მისი მოსახლეობის რაოდენობა 15 ათას ადამიანს აღწევს, რაც ორჯერ აღემატება ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობას.[1]

1262 წელს ქალაქს 2 177 მ სიგრძის გალავანი შემოავლეს, რომელიც მოგვიანებით ხუთი ცილინდრული კოშკით გააძლიერეს. ამავე პერიოდში, სან-ჯიმინიანო არდინგელისა (გიბელინები) და სალვუჩის (გველფები) ოჯახებს შორის უწყვეტი ბრძოლის არენა ხდება. 1238–1253 წლებში სან-ჯიმინიანოში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა კათოლიკე წმინდანი წმ. ფინა (სერაფიმა),[2] რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. გადმოცემის მიხედვით, სიღარიბის მიუხედავად, იგი თავის წილ საკვებს ღარიბებს უნაწილებდა, მშობლების სახლში მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდა და იყო მოკრძალების, ღვთისმოსაობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითი. გმირული მოთმინებით უძლებდა თავის დაავადებებსა და სნეულებას. გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. მისი წმინდა ნაწილები სან-ჯიმინიანოს ეკლესიაში განისვენებს.[3]

ცნობილია, რომ 1300 წლის 7 მაისს დანტე ალიგიერი, მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიის შესრულებისას, რომელიც ეხებოდა მზარდი წინააღმდეგობების დაძლევას პაპსა და ფლორენციის მმართველებს შორის, — დანტე სიტყვით გამოვიდა სან-ჯიმინიანოს პალაცოში.[4]

ფეოდალურმა შინაბრძოლებმა და 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიამ ქალაქის მოსახლეობა 60 %-ზე მეტით შეამცირა. 1352 წელს ქალაქი ფლორენციის მმართველობის ქვეშ მოექცა.[5]

შავი ჭირის ეპიდემიამ კიდევ ორჯერ მოიცვა ეს ადგილები — 1464 და 1631 წლებში, რასაც ეკონომიკის ყველაზე მძიმე ვარდნა მოჰყვა. შედეგად სან-ჯიმინიანო უღარიბეს დასახლებად და მივარდნილ ადგილად გადაიქცა.[6]

ახალ მშენებლობათა არარსებობამ ფაქტობრივად დააკონსერვა შუა საუკუნეების ქალაქი, რამაც მოგზაურთა ყურადღება ჯერ კიდევ XIX საუკუნეშივე მიიპყრო, მას შემდეგ სან-ჯიმინიანო ტოსკანაში ჩასული მოგზაურებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.

Tim Jepson, Jonathan Buckley, Mark Ellingham. Rough guide to Tuscany & Umbria, გვ. 400–402. ISBN 1-843-53055-4. Fina da San Gimignano, al secolo Fina Ciardi (San Gimignano, 1238 – San Gimignano, 12 marzo 1253), è venerata come santa dalla Chiesa cattolica.Фина (Серафима), святая. catholic.ru. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2021სან-ჯიმინიანოს უზარმაზარი კოშკები. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2021John Moretti. Frommer's Florence, Tuscany & Umbria. Wiley Publishing, Inc., გვ. 229—231. ISBN 978-0-470-52804-4. Ole Jørgen Benedictow (2006). The Black Death, 1346-1353: the complete history, გვ. 296. ISBN 0-85115-943-5. 
Photographies by:
Statistics: Position
1816
Statistics: Rank
70265

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
536249871Click/tap this sequence: 7756

Google street view

Where can you sleep near სან-ჯიმინიანო ?

Booking.com
487.376 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 2 visits today.