Ultima Cena (Leonardo)

( საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი) )

საიდუმლო სერობა (იტალ. Il Cenacolo ან L’Ultima Cena) — ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს. შექმნილია 1495-1498 წწ. დომინიკელთა ორდენის მონასტერში სანტა-მარია-დელლა-გრაციე (მილანი).

საიდუმლო სერობა (იტალ. Il Cenacolo ან L’Ultima Cena) — ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს. შექმნილია 1495-1498 წწ. დომინიკელთა ორდენის მონასტერში სანტა-მარია-დელლა-გრაციე (მილანი).

ისტორია

მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.

ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლებმის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.

ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.

როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა:[1][2]

— ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
— კი მაგრამ, საიდან? — გაუკვირდა ლეონარდოს.
— სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა...

“ ↑ საიდუმლო სერობის საიდუმლო. Intermedia.ge (5 მაისი, 2013). ციტირების თარიღი: 08.06.2014.ლეონარდო და ვინჩი - უნივერსალური გენიოსი. კვირის პალიტრა (22 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 08.06.2014.
Photographies by:
Statistics: Position
417
Statistics: Rank
344354

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
341856792Click/tap this sequence: 3146
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი) ?

Booking.com
8.845.266 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 752 visits today.