საბანტუი

საბანტუი (თათრ. сабантуй, сабан туе; ბაშკ. һабантуй) — თათრული, იდელ-ურალური, ბაშკირული და ყაზახური საზაფხულო ფესტივალი, რომელიც სათავეს ვოლგა-კამას ბულგარეთის პერიოდიდან იღებს. თავდაპირველად საბანტუის მხოლოდ სოფელში, ფერმერები აღნიშნავდნენ, მაგრამ, მოგვიანებით, ის ეროვნულ დღესასწაულად ჩამოყალიბდა და დღესდღეობით აღინიშნება ქალაქებშიც. 2012 წლის 23 ივნისს საბანტუი ყაზანში გრანდიოზულად აღნიშნა.