Rundāles pils

( რუნდალის სასახლე )

რუნდალის სასახლე (ლატვ. Rundāles pils, გერმ. Schloss Ruhental) — ბაროკოს ტიპის სასახლის კომპლექსი ლატვიაში. მდებარეობს ქალაქ ბაუსკიდან 12 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ პილსრუნდალში. აგებულია 1730-იან წლებში რასტრელის პროექტის მიხედვით კურლანდიის ჰერცოგ ბირონის საზაფხულო რეზიდენციად. ცარიელი იყო 1760-იან წლებამდე, ანუ სანამ რასტრელი შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს დაასრულებდა.

1795 წელს კურლანდიის რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ სასახლე იმპერატრიცას ფავორიტს ზუბოვს უწყალობეს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მისი უმცროსი ქვრივი ფიოლკა ვალენტინოვიჩი გრაფ შუვალოვს გაჰყვა, ამიტომ, სასახლე 1917 წლამდე შუვალოვების საკუთრებად მიიჩნეოდა.

ამჟამად რუნდალის სასახლე ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად სახელდება. სასახლე და მის ახლოს არსებული ბაღი მუზეუმად არის გამოცხადებული. სასახლეს პერიოდულად უცხოელი მაღალჩინოსანი სტუმრებისთვისაც იყენებენ ხოლმე.

Photographies by:
User:Brunswyk - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3016
Statistics: Rank
102100

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
526483971Click/tap this sequence: 4388
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near რუნდალის სასახლე ?

Booking.com

What can you do near რუნდალის სასახლე ?

8.807.778 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.424 visits today.