რეიკიავიკი
ისლანდიაში პირველი მუდმივი დასახლება რეიკიავიკში სავარაუდოდ 870 წლიდან ფიქსირდება სკანდინავიელთა ნამოსახლოებით. ეს აღწერილია Landnámabók-ში, ანუ დასახლების წიგნში. ისტორიული ცნობით, ისლანდიის პირველი მცხოვრები იგოლვ არნანსონი იყო, რომელმაც თავისი ფერმა ვიკინგური მეთოდების გამოყენებით, ნახევარკუნძულზე ააგო, სადაც ახლა რეიკიავიკია. მან ამ ადგილს გეიზერებიდან ამომავალი ორთქლის გამო რეიკიავიკი ანუ მბოლავი უბე უწოდა.
XVII საუკუნემდე რეიკიავიკის ადგილზე იყო ხუტორი, XVII-XVIII საუკუნეებში – დაბა. 1786 წლის 18 აგვისტოს მიიღო ქალაქის უფლებები (ეს დღე ითვლება ქალაქის დაარსების თარიღად). მრავალი ასწლეულის შემდეგ, XIX საუკუნის დამდეგს, რეიკიავიკმა, მეფის ხაზინადრის სკული მაგნასონის წყალობით, როგორც ქალაქმა ზრდა დაიწყო. 1845 წლიდან იყო ალთინგის, 1904 წლიდან – ისლანდიის ავტონომიური მთავრობის ადგილსამყოფელი. 1920 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ისლანდიის სამეფოს, ხოლო 1944 წლიდან ისლანდიის რესპუბლიკის დედაქალაქად.
კომენტარის დამატება