Mount Rushmore

( რაშმორის მთა )

რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი (ინგლ. Mount Rushmore National Memorial), კისტოუნთან (სამხრეთი დაკოტა) — აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალი, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, თვითმყოფადობისა და განვითარების ხსოვნას ეძღვნება. მთელი მემორიალი 518 ჰექტარს მოიცავს და ზღვის დონიდან 1745 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდეში ნაკვეთი აშშ-ის პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის პროფილები მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზეა. მემორიალს წელიწადში დაახ. 2 მილიონი მნახველი ჰყავს.

მთას სახელი ცნობილი ნიუ-იორკელი იურისტის ჩარლზ რაშმორის გამო დაერქვა 1885 წელს. მთაზე მონუმენტის კვეთის იდეა დაიბადა სამხრეთ დაკოტის ბლეკ-ჰილზ რეგიონში ტურიზმის გაზრდის მიზნით. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა საკონგრესო დელეგაციასა და პრეზიდენტ კელვინ კულიჯს, პროექტმა კონგრესის თანხმობა მიიღო. კვეთის სამუშაოები 1927 წელს დაიწყო და 1941 წლამდე გრძელდებოდა.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
819534627Click/tap this sequence: 4236
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near რაშმორის მთა ?

Booking.com
491.541 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 11 visits today.