青海湖

( კუკუნორი )

კუკუნორი, ცინხაი (მონღ. Хөх нуур — ლურჯი ტბა) — უდიდესი გაუდინარი ტბა ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში. ფართობი 4,2 ათ. კმ². სიგრძე დაახლოებით 105 კმ, სიგანე 65 კმ-მდე. მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 38 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 3205 მ სიმაღლეზე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. განვითარებულია ძველი ტბიური ტერასები (50 მ სიმაღლემდე).

ფსკერი ძირითადად დაკავებულია შლამით. ერთვის 23 მდინარე. ზაფხულობით წყალი თბება 18-20 °C. ნოემბრიდან მარტამდე გაყინულია. მშრალ პერიოდში ტბის მინერალიზაცია აღწევს 11,3 გრ/ლ. მოიპოვება თევზი.

კუკუნორის ტბა ევროპელებიდან პირველად გამოიკვლია ნიკოლოზ პრჟევალსკიმ 1872 წელს.

Photographies by:
Jucember - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1995
Statistics: Rank
62281

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
238516479Click/tap this sequence: 9251

Google street view

Where can you sleep near კუკუნორი ?

Booking.com
487.425 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 51 visits today.