Puente Nuevo (Ronda)

( პუენტე ნუევო )

პუენტო ნუევე ( ესპ. Puente Nuevo, „ახალი ხიდი“) — ქალაქ რონდაში არსებული ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქს გარე სამყაროსთან. ხიდი აშენებულია მდინარე გვადალევინის მიერ შექმნილი 120 მეტრიანი უფსკრულის თავზე. პუენტო ნუევე არის მესამე და ყველაზე დიდი ხიდი ამ ადგილას არსებულ სამ ხიდს შორის. ხიდის მშენებლობა 1793 წელს დასრულდა. მისი არქიტექტორი იყო ხოსე მარტინ დე ალდეჰუელა, ხოლო მთავარი მშენებელი - ხუან ანტონიო დიას მაჩუკა.

პუენტო ნუევეს მშენებლობა 1759 წელს დაიწყო და 34 წელი გაგრძელდა. ცენტრალური თაღის ზემოთ არის მცირე ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის, ციხედ. 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარე იყენებდა ამ ოთახს მოწინააღმდეგეების საწამებელ ადგილად. გარკვეული მონაცემებით არაერთი ადამიანი წამების შემდეგ 120 მეტრიანი სიმაღლიდან მდინარეში ჩააგდეს.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
612743598Click/tap this sequence: 2942

Google street view

Where can you sleep near პუენტე ნუევო ?

Booking.com
489.860 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 25 visits today.