ფუძიამა, ან რომაჯის მიხედვით აგრეთვე ფუჯის მთა (იაპ. 富士山 [ɸɯʥisaɴ]) — მოქმედი სტრატოვულკანი იაპონიაში. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 3776.24 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუზე, ტოკიოს ჩრდილოეთით, იამანასისა და სიძუოკის პრეფექტურების საზღვარზე. ფუძიამა წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ სიმბოლოს. ფუძიამა იაპონიის უმაღლესი წერტილია.
კომენტარის დამატება