მაინის ფრანკფურტი (გერმ. Frankfurt am Main) ან უბრალოდ ფრანკფურტი — ქალაქი გერმანიაში, ჰესენის მხარის უდიდესი ქალაქი. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მას მეხუთე ადგილი უჭირავს გერმანიაში. ფრანკფურტი მსოფლიო ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია და ლიტერატურისა და კულტურის მეტროპოლიაა.
კომენტარის დამატება