ფრანკო-პროვანსული ენა

ფრანკო-პროვანსული ენა (ფრანგ. francoprovençal; იტალ. francoprovenzale; არპიტანული ენა ან რომანდიული) — რომანული ენა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ შვეიცარიაში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და იტალიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილებში. იმყოფება გადაგვარების ზღვარზე, რამეთუ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მასზე მოლაპარაკე საზოგადოება გადავიდა სტანდარტულ ფრანგულ ენაზე. დღეისათვის ფრანკო-პროვანსული დინამიკის ყველაზე დიდი რაოდენობა თავმოყრილია იტალიის ავტონომიურ რეგიონში — ვალე-დ-აოსტაში. ამ ენაზე საუბრობენ აგრეთვე ალპური ხეობების დასახლებულ ადგილებში, ტურინის პროვინციაში, ფოჯას ორ იზოლირებულ ქალაქში, და შვეიცარიის რომანდიაში.

ფრანკო-პროვანსული ენა წარმოადგენს გალურ-რომანულ ენას და კლასიფიცირდება როგორც საფრანგეთის რეგიონული ენა, თუმცა მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობა აქ უმნიშვნელოა. ორგანიზაციები ამ ენის შენარჩუნებას ცდილობენ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, განათლების, სამეცნიერო გამოკვლევებისა და პუბლიკაციების ხარჯზე.