Postojnska jama

( პოსტოინსკა-იამა )

პოსტოინსკა-იამა (სლოვენ. Postojnska jama; გერმ. Adelsberger Grotte; იგივეა რაც პოსტოინის მღვიმე, ადელსბერგის მღვიმე) — კარსტული მღვიმე სლოვენიაში. მდებარეობს დინარის კარსტში, ქალაქ პოსტოინის სიახლოვეს. წარმოადგენს დარბაზებისა და დერეფნების რთულ სისტემას, რომელთა საერთო სიგრძეა 20,570 მ; სიღრმე 115 მ. შესასვლელი ზღვის დონიდან 554 მ სიმაღლეზეა. კეთილმოწყობილია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ობიექტი. არის განათება; გაყვანილია რკინიგზა. განთქმულია ეხების, სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სილამაზით. მღვიმეში 800 მ სიგრძეზე გაედინება მდინარე პივკა. პოსტოინსკა-იამა პირველად აღწერა ისტორიკოსმა ივან ვარკჰარდ ვალვასორმა XVII საუკუნეში. დეტალურად გამოიკვლია და ახალი ადგილები აღმოაჩინა ლუკა ჩეხმა 1818 წელს. 1884 წელს გაკეთდა ელექტროგანათება. 1872 წელს გაიყვანეს მსოფლიოში პირველი მღვიმური რკინიგზა. მთელი წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა აქ დაახლოებით 10°С-ის ტოლია. ცნობილია 1213 წლიდან.

Photographies by:
Statistics: Position
2592
Statistics: Rank
120478

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
912458736Click/tap this sequence: 5361
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პოსტოინსკა-იამა ?

Booking.com
9.089.213 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.670 visits today.