Nacionalni park Plitvička jezera

( პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი )

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი (ხორვატ. Nacionalni park Plitvička jezera) — უძველესი ეროვნული პარკი სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში. შეიქმნა 1949 წელს და მდებარეობს ცენტრალურ ხორვატიაში, მთიან, კარსტულ არეალში, ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან. პარკის ტერიტორიაზე გაედინება ჩრდილოეთი-სამხრეთი ხორვატიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქვეყნის შიდა ნაწილს ხმელთაშუაზღვიურ სანაპირო ზოლთან აერთებს.

დაცული ტერიტორია მოიცავს 296,85 კმ²-ს. მისი 90% ლიცკო-სენსკას ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს, 10% კი კარლოვაცის ოლქის. 1979 წელს, ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ის ამ სიაში შესული პირველი ბუნებრივი ძეგლი გახდა. ამჟამად, პარკის ყოველწლიურად 900 000 მნახველი სტუმრობს.

ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ბოლო დროს, მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბების წარმოქმნის მიზეზი რამდენიმე პატარა მდინარისა და მიწისქვეშა კარსტული მდინარეების შერწყმაა. ყველა ტბა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მიმდინარეობს წყლის გაცვლა. ერთმანეთი...დაწვრილებით

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი (ხორვატ. Nacionalni park Plitvička jezera) — უძველესი ეროვნული პარკი სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში. შეიქმნა 1949 წელს და მდებარეობს ცენტრალურ ხორვატიაში, მთიან, კარსტულ არეალში, ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან. პარკის ტერიტორიაზე გაედინება ჩრდილოეთი-სამხრეთი ხორვატიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქვეყნის შიდა ნაწილს ხმელთაშუაზღვიურ სანაპირო ზოლთან აერთებს.

დაცული ტერიტორია მოიცავს 296,85 კმ²-ს. მისი 90% ლიცკო-სენსკას ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს, 10% კი კარლოვაცის ოლქის. 1979 წელს, ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ის ამ სიაში შესული პირველი ბუნებრივი ძეგლი გახდა. ამჟამად, პარკის ყოველწლიურად 900 000 მნახველი სტუმრობს.

ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ბოლო დროს, მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბების წარმოქმნის მიზეზი რამდენიმე პატარა მდინარისა და მიწისქვეშა კარსტული მდინარეების შერწყმაა. ყველა ტბა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მიმდინარეობს წყლის გაცვლა. ერთმანეთისგან მათ ყოფს ტრავერტინის ბუნებრივი დამბები, რომლებიც ხავსების, წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მოქმებდეის შედეგადაა წარმოქმნილი. ტრავერტინის ბარიერები, ყოველწლიურად 1 სმ-ით იზრდება სისქეში. ტბების მთლიანი ფართობი 2 კმ²-ს შეადგენს.

ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ფერთა ცვალებადობა მუდმივადაა დამოკიდებული წყალში მინერალთა შემცველობის ზომაზე, ასევე იქ არსებულ ორგანიზმებსა და მზის სინათლის დაცემის კუთხეზე.

მიუხედავად განსხვავებული კლიმატური პირობებისა და სიმაღლის დონეების მკვეთრი სხვაობისა, დაცულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალმხრივი ფლორა და ფაუნა. მათ შორისაა მრავალი ენდემური სახეობა. ტბებში დღემდე შემორჩენილის ის სახეობები, რომლებიც აქ ადამიანის მოსვლამდე არსებობდნენ.

Photographies by:
Statistics: Position
1838
Statistics: Rank
68046

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
483651729Click/tap this sequence: 8368

Google street view

Where can you sleep near პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი ?

Booking.com
487.383 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 9 visits today.