Pizza ( პიცა )

პიცა — ბრტყელი გამომცხვარი პური, რომელიც ჩვეულებრივ, დაფარულია ტომატის საწებლით, ყველით (მოცარელათი) და სხვადასხვა მასალით. პიცა წარმოადგენს იტალიური, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა. სპეციალიზებულ დაწესებულებებს, სადაც პიცა ცხვება და/ან იყიდება, პიცერია ეწოდება.