汉语拼音 ( ფინინი )

ფინინი (Pīnyīn) — შემოკლებული სახელ-ფორმა სპეციალური სადამწერლობო სისტემისა, რომელსაც ჩინურად ეწოდება 漢語拼音方案 / 汉语拼音方案 Hànyǔ Pīnyīn Fāng'àn) „ბგერათა ფიქსაციის პროგრამა ჩინურში“. უფრო გავრცელებულია შემოკლებული სახელწოდება ფინინი, თუმცა „თონგ-ჲონგ ფინინს“ (ჩვეულებრივი ფინინი) ანდა „ჰან'ჲუ ფინინსაც“ (ჩინური ენის ფინინი) ამბობენ ან გამოიყენებენ.

ფინინი წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიღებულ ოფიციალურ რომანიზებულ სტანდარტს ჩინური სალიტერატურო ენისა. ჩინური ენის ფონეტიკური ტრანსლიტერაცია ლათინური ანბანის საფუძველზე დაადგინა ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 1956 წლის 6 თებერვალს და ოფიციალურად 1957 წელს მიიღო, რითაც გაუქმდა 1921 წელს შემოღებული არალათინური „ჭუ-ინის ტრანსლიტერაცია“. ამავდროულად ოფიციალურად გამოცხადდა გამარტივებული სადამწერლობო სისტემა მთელ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ფინინის ტრანსლიტერაცია ეფუძნება სალიტერატურო ჩინური ენის (ფუთუნხუა) წარმოთქმით ნორმებს.