პაოაის ეკლესია

პაოაის ეკლესია — კათოლიკური სამრევლო ეკლესია ფილიპინებში, ილოკოს-ნორტეს პროვინციაში, პაოაის მუნიციპალიტეტში. ეკლესიის მშენებლობა 1710 წელს დასრულდა. ცნობილია განსხვავებული არქიტექტურით; ნაგებობის ორივე მხარეს და უკან აღმართულია უზარმაზარი საყრდენები. 1993 წელს, ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძგელთა სიაში შეიტანა, როგორც ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.

პაოაის ეკლესია მიწისძვრის ბაროკოს არქიტექტურის უპირველესი ნიმუშია; ბაროკოს ეს სტილი ფილიპინურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ქვეყნის სეისმური პირობების გათვალისწინებით. ფილიპინებისთვის დამახასიათებელია გამანადგურებელი მიწისძვრები, რომელთაც ყვეყნის მასშტაბით არაერთი ადრეული ეკლესია ემსხვერპლა. გარდა ბაროკოსი, ეკლესიის ფასადი ასევე შეიცავს იავური არქიტექტურის ნიმუშებს, რითაც ის ბორობუდურს წააგავს.

ისტორია

ქალაქ პაოაის თავდაპირველად „ბომბეი“ ერქვა, რადგან მის პირველ მაცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ ინდოეთიდან იყვნენ მოსულნი. მიმდებარე არეალის შესახებ პირველი წერილობითი დოკუმენტები 1593 წლით თარიღდება, 1686 წელს კი ის დამოუკიდებელი ავგუსტინური სამწყსო გახდა. ამჟამინდელი ეკლესიის მშენებლობა 1694 წელს ავგუსტინელთა საძმოს მღვდელმა ანტონიო ესტავილიომ დაიწყო, საბოლოოდ მშენებლობა 1710 წელს დასრულდა.[1]

"Paoay Church". Heritage Conservation Society. Retrieved on 2011-07-09.
Photographies by:
Jet0809aime - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1811
Statistics: Rank
141470

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
162495837Click/tap this sequence: 9118
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პაოაის ეკლესია ?

Booking.com
8.820.869 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.984 visits today.