孙子兵法 ( ომის ხელოვნება )

ომის ხელოვნება (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნ ძუ ბინ ფა; პირდაპირი მნიშვნელობა: სუნ ძის სამხედრო სტრატეგია) — ჩინური სამხედრო მოძღვრება, დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში სუნ ძის მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნამუშევარია და მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც სამხედრო დაგეგმარებაზე, ასევე მის გარეთაც. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ დაახლოებით ორასი წლის წინ და, როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე მეორე მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში "ოპერაცია უდაბნოს შტორმი" დაგეგმვაზე.