お好み焼き ( ოკონომიაკი )

ოკონომიაკი (お好み焼き, o-konomi-yaki; (მოსმენა)) არის იაპონური სანელებლიანი ბლინები. ბლინები ხორბლის ფქვილით მზადდება და მისი უამრავი ვერსია არსებობს განსხვავებული ინგრედიენტებით. ეს კერძი კონამონის (იაპონური სამზარეულოს ნაწილი, რომელიც ფქვილზეა დაფუძნებული) ნაწილია. სახელი მომდინარეობს სიტყვიდან okonomi, რაც ნიშნავს "როგორ მოგწონს" ან "რა მოგწონს" და yaki, რაც ნიშნავს "მომზადებულს" (ძირითადად, შემწვარს). ოკონომიაკი ძირითადად ასოცირდება კანსაის ან ჰიროსიმას რაიონებთან, მაგრამ ფართოდაა გავრცელებული მთელი ქვეყნის გარშემო. შემცველობა და ბლინების შიგთავსი რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ტოკიოში ცნობილია ნახევრად თხევადი ოკონომიაკი, რომელსაც მონძაიაკს უწოდებენ.