Матрёшка ( მატრიოშკები )

მატრიოშკები ან მატრიოშკა (რუს Матрёшки ან Матрёшка, კნინობითი ფორმაა „Матрёна-სი“, უახლოვდება ლათინურ Matrona-ს, ცნობილი ქალბატონი, ოჯახის დედა) — რუსული ხის სათამაშო მოხატული თოჯინის ფორმისა, რომლის შიგნითაც მომცრო ზომის მსგავსი თოჯინებია. ჩაწყობილი თოჯინების რაოდენობა, ჩვეულებრივ, ექვსია ან მეტი. თითქმის ყველა მათგანი ცილინდრული ფორმისაა. მათ არ გააჩნიათ ხელები (მხოლოდ მიხატული აქვთ). ტრადიციისამებრ, იხატება ქალი სარაფანში, თუმცა, შიგნით შეიძლება კაციც იყოს ჩასმული. ყველაზე პატარა ფიგურა, რომელიც არ იხსნება, ბავშვია ხოლმე. მოსახატი თემა შეიძლება ერთობ განსხვავებული იყოს: ზღაპრული პერსონაჟებით დაწყებული, პოლიტიკური პერსონებით დამთავრებული.

მატრიოშკები რუსეთში ჩასული ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სუვენირს წარმოადგენს.