ხარვერძი

ხარვერძი (ლათ. Ovibos moschatus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 180 - 245 სმ, მასა 200 - 300 კგ. აქვს დიდი თავი, მოკლე ფეხები, შავ-მურა გრძელი ბეწვი; რქები ფუძესთან მსხვილია, აქვს ორივე სქესს.

გავრცელებულია გრენლანდიაში და კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულებზე. ცხოვრობს 20 - 30 სულისაგან შემდგარ ჯოგებად.

იკვებება მღიერებით, ხავსებით, ბალახეულით. რძე შეიცავს 11% ცხიმს, 5,3% ცილას და 3,6% რძის შაქარს. მაკეობა გრძელდება 9 თვეს. შობს 1 ნაშიერს. შეყვანილია ზოგიერთ არქტიკულ კუნძულებზე (შპიცბერგენი, ნუნივაკი, ნელსონი) და ალასკაზე.

Destinations