Mustafa Kemal Atatürk ( ქემალ ათათურქი )

მუსტაფა ქემალ ათათურქი 1934 წლამდე მუსტაფა ქემალი (დ. 1881, სალონიკი — გ. 10 ნოემბერი, 1938, სტამბოლი) — თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა გალიპოლის ბრძოლაში დივიზიონის მეთაურად მსახურობის განმავლობაში. ოსმანთა იმპერიის მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი შორს გამიზნულ რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. საოჯახო გვართა კანონის თანახმად თურქეთის ეროვნულმა კრებამ მუსტაფა ქემალს 1934 წლის 24 ნოემბერს „ათათურქის“ (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.