Palácio Nacional de Mafra

( მაფრის სასახლე )

მაფრის სასახლე (პორტ. Palácio Nacional de Mafra) — ბაროკოსა და ნეოკლასიციზმის არქიტექტურული სტილით აგებული სასახლე-მონასტერი პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან 28 კილომეტრში, ქალაქ მაფრაში. ნაგებობა ყველაზე დიდი სასახლეა პორტუგალიაში და აგებულია მეფე ჟუან V-ისა და მისი ცოლის ანა ავსტრიელისათვის. მშენებლობა მიმდინარეობდა 1717 წლიდან 1730 წლამდე, იტალიელების, პორტუგალიელებისა და გერმანელების მეთვალყურეობით. პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ჟოან ფრედერიკო ლიუდოვიჩე. სასახლის ანსამბლის შემადგენლობაში შედის ბაზილიკა, სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. ნაპოლეონის ომების დროს სასახლეში განთავსებული იყო ჯერ ჟან ანდოშ ჟიუნოს, ხოლო შემდეგ ართურ უელსლი ველინგტონის შტაბი. 1910 წლის 5 ოქტომბერს, პორტუგალიაში სამეფო ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მთელი კომპლექსი გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად. თუმცა ნაგებობის ნაწილი დაიკავეს სამხედროებმა და დახურულია საზოგადოებისათვის. 2007 წლის ოქტომბერში სასახლეში გაიმართა ევროკავშირის XX სამიტი.

2019 წელს მაფ...დაწვრილებით

2019 წელს მაფრის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

Photographies by:
prilfish from Vienna, Austria - CC BY 2.0
Statistics: Position
934
Statistics: Rank
119239

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
796312548Click/tap this sequence: 7317

Google street view

Where can you sleep near მაფრის სასახლე ?

Booking.com
487.354 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 39 visits today.