महात्मा गांधी ( მაჰათმა განდი )

მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ . მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).

1948 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძოღლმა. სწორედ რაბინდრანათ თაგორმა უწოდა მას მაჰათმა.

განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.