Emu War ( ემუს ომი )

ემუს ომი (ინგლ. Emu War), ასევე ცნობილია, როგორც ემუს დიდი ომი (ინგლ. Great Emu War) და სირაქლემას ომი — ავსტრალიაში ჩატარებული წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია ველური ბუნების წინააღმდეგ, რომელიც 1932 წლის ბოლოს ჩატარდა. ოპერაციის მიზანი საზოგადოებრივი შეშფოთების შემცირება იყო, რომელიც კამპიონში, დასავლეთი ავსტრალიაში ემუს რაოდენობის ზრდით იყო გამოწვეული. ემუს პოპულაციის შემცირების წარუმატებელ მცდელობას, რომელიც ავსტრალიის მკვიდრი მსხვილი ფრინველია, ლევისის იარაღით აღჭურვილი ჯარისკაცები ცდილობდნენ, შედეგად მედიაში ამ ოპერაციას „ემუს ომი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შედეგად გარკვეული რაოდენობის ფრინველი დაიღუპა, ემუს პოპულაცია შენარჩუნდა და განაგრძო ავსტრალიელი ფერმერების მოსავლის განადგურება.