ბრეტონული ენა

ბრეტონული ენა — ბრეტონელების ენა. ეკუთვნის ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტურ ჯგუფს. გავრცელებულია ბრეტანში, სადაც ბრეტონელთა წინაპრები დასახლებულან V-VI საუკუნეებში. ბრეტონულ ენაზე ლაპარაკობს 20000 ათ. მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ფლობს აგრეთვე ფრანგულ ენას. ბრეტონული ენა მოიცავს ოთხ ძირითად დიალექტს; არ გააჩნია ერთიანი სალიტერატურო ფორმა. ბრეტონულ ენაზე საუბრობენ ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთსა და ქვემო ბრეტანში — ძირითადად ფინისტერის დეპატამენტში და კოტ-დ’არმორისა და მორბიანის დეპარტამენტების დასავლეთ ნაწილში. ბრეტონული ენის პირველი წერილობითი ძეგლებია VIII-XI საუკუნეების გლოსები. 1464 წელს შედგა პირველი ბრეტონულ-ლათინურ-ფრანგული ლექსიკონი. ენათესავება უელსურ, კორნუოლურ და გალიური ენებს.