寿司 ( სუში )

სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) — ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძი; ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი. იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა“.

არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, რომელიც ბრინჯის გუნდაზეა დახურული, სახელად ნიგირიზუში (にぎり); სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში, სახელად ინარიზუში; და სუშის ზედა ნაწილი მოყრილი ბრინჯზე თასში, სახელად ჩირაში-ზუში (ちらし).