Zimanê kurdî ( ქურთული ენა )


ქურთული ენა (ქურთულად Zimanê Kurdî ან Kurmancî/ Kirmanjkî/ Xwaru Soranî) მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის ირანული ენების ჩრდილოდასავლურ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობენ აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრდილოეთ სირიაში, ერაყის ჩრდილოეთში და ირანის ჩრდილოდასავლეთსა და დასავლეთ ნაწილებში.

ქურთთა დასახლებულ რაიონებში არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავალმა ქურთმა მიატოვა მშობლიური კერა და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებს (განსაკუთრებით გერმანიას) მიაშურა. ენათმეცნიერთა აზრით ქურთული ენა ოთხი დიალექტისაგან შედგება: კურმანჯი, სორანი, სამხრეთქურთული და ზაზაკი.

ენათმეცნიერები აგრეთვე ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმის შესახებ, მიეკუთვნება თუ არა ზაზაკი და გორანი (ხევრამი) ქურთულ ენას. ზოგ ენათმეცნიერთა შორის კი ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შემდეგ, რომ ამ ოთხთაგან რომელს დაერქვას ენა და რომელს დიალექტი.
დასავლელი ლინგვისტები ზაზაკის და გორანის გამოჰყოფენ ქურთული ჯგუფისაგან, მაშინ როდესაც ბევრი ქურთოლოგი ამავე ზაზაკისა და გორანის მაინც ქურთულის ენის დიალექტებს მიათვლის.
ევროპელი ენათმეცნიერები ფიქრობენ, რომ ქურთული ენა კურმანჯისა და მისი მახლობელი ვარიანტებისგან შედგება, რადგან კურმანჯიზე მოლაპარაკეთა რიცხვი უმეტესობას წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ ზაზაკისა და გორანიზე მოსაუბრენი თავიანთ ენებს ქურთულს უწოდებენ და ასეული წლების განმავლობაში ქურთობას შეეზარდნენ, ძირითადად უგულებელყოფილია ენათმეცნიერთა მიერ და მას მხოლოდ ლინგვისტთა ძალიან მცირე ნაწილი იზიარებს. (როგორიცაა მაგ.; პროფ. დრ. ჯოის ბლაუ (Joyce Blau).
საერთოდ, თეორიულად სავსებით მისაღები უნდა იყოს ზაზაკისა და გორანის ქურთულად კლასიფიცირება და კურმანჯის, ან სორანის ქურთულიდან გამორიცხვა. სხვაგვარი მოდელი შეიძლებოდა ყოფილიყო პროფ. იზადის (Prof. Izady) მიერ შემოთავაზებული ქურთული ენის ორგვარად დეფინირებით; ქურთული ერთი მხრივ კურმანჯის ტომისა, ხოლო მეორესი კი - ფაჰლავანისა.