Zona arqueológica de Palenque
( პალენკე )პალენკე (ესპ. Palenque, მაიას ენაზე ლაკამ-ჰა) — პირობითი სახელწოდება მაიას ცივილიზაციის უდიდესი ქალაქის ნანგრევებისა. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში, ჩიაპასის შტატში. მაიას ცივილიზაციის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი III-VIII სს. ბააკულის სამეფოს დედაქალაქი. შემონახულია: სასახლის ნანგრევები (92 x 68 მ) — ნაგებობათა ჯგუფი, რომელიც მდებარეობს ორი დიდი და ორი პატარა ეზოს გარშემო; „მზის ტაძარი“, „ჯვრის ტაძარი“, „წარწერების ტაძარი“. პალენკე შესაძლოა განადგურდა IX საუკუნეში მექსიკის ყურის სანაპიროდან ტომების შემოსევის შედეგად.
1987 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
Photographies by:
Metalecuador - Public domain
Statistics: Position
1917
Statistics: Rank
64672
კომენტარის დამატება