Шоанинский храм

( შოანა )

შოანას წმინდა გიორგის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირას, ყარაჩაევსკიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით, მთა შოანაზე. მისი აგების დაახლოებითი თარიღია X საუკუნე. ეკლესია აგებულია მთის ფერდობზე საიდანაც კარგად ჩანს მთელი ხეობა.

ისტორია

X საუკუნის დასაწყსიდან საკმაოდ ძლიერდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო, რომელიც აქტიურ ურთიერთობას ამყარებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ხალხებთან კერძოდ კი ალან-ოსებთან. ტერიტორია სადაც მდებარეობს ეკლესია და მისი მიმდებარე მხარეები ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველებით, კერძოდ კი სვანებით. მდინარე ყუბანის, კერძოდ ყარაჩაის მხრით - ლაბგვიარი - ახლანდელი ულუ კამის ხეობა და ყაბარდოს მხრით - თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე - 1834 წლამდე - სვანეთის სამთავროს საკუთრებას წარმოადგენდა, რისთვისაც სვანეთის მთავრები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო-ბალყარელებისაგან. 1834 წელს ეს ტერიტორია საქართველომ დაკარგა. ქრისტიანობასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიურად ვრცელდებოდა ქართული ენა, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ავარულ ენაზე ქართული ასოებით შესრულებული სხვადასხვა წარწერები. არსებობს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი აფხაზთა მეფე გიორგი მეორის მიმართ,

ვიკიციტატა 
„შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ, აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა[1].“

გიორგი მეორე პირადად მონაწილეობდა ალანთა მეფისა და მისი ოჯახის მონათვლაში.

შოანას შესახებ წერს გერმანელი ექიმი და მოგზაური რეინექსი, რომელმაც პირადად მოინახულა ეკლესია, საიდანაც წაიღო ორი წიგნი, ეკლესიაში უნდა ყოფილიყო წიგნთსაცავი, მაგრამ ყველა წიგნი დაკარგულია, გარდა იმ ორი წიგნისა რომელიც რეინექსმა წაიღო გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.

გეორგიკა, ტ. IV, გვ. 247
Photographies by:
Statistics: Position
3086
Statistics: Rank
37777

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
543782169Click/tap this sequence: 4318

Google street view

Where can you sleep near შოანა ?

Booking.com
489.287 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 114 visits today.