Hospital de la Santa Creu i Sant Pau

( სანტ-პაუს ჰოსპიტალი )

სანტ-პაუს ჰოსპიტალი (ესპ. Hospital de la Santa Creu i Sant Pau) — არქიტექტურული კომპლექსი ბარსელონას შემოგარენში, ელ-გინარდოს რაიონში. აშენდა 1901-1930 წლებში, კატალონიელი მოდერნისტი არქიტექტორის, ლუის დომენიკ ი მონტანერის პროექტის მიხედვით. 2009 წლიდან, კატალონიური მუსიკის სასახლესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2009 წლის ივნისამდე, სრული დატვირთვით მუშაობდა თავისი პირვანდელი ფუნქციით — როგორც ჰოსპიტალი, მაგრამ ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია, ვინაიდან იგი უნდა გადაიქცეს მუზეუმად და კულტურულ ცენტრად.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შენობა XX საუკუნისაა, სანტ-პაუს ჰოსპიტალი ჯერ კიდევ 1401 წელს დაარსდა, როდესაც ექვსი პატარა, შუა საუკუნეების ჰოსპიტალი გაერთიანდა. მისი ყოფილი შენობები, რომლებიც ამჟამად ბარსელონას ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, XV საუკუნით თარიღდება და მათში გახსნილია ხელოვნების სკოლა და კატალონიის ბიბლიოთეკა.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
295461873Click/tap this sequence: 2799

Google street view

Where can you sleep near სანტ-პაუს ჰოსპიტალი ?

Booking.com
489.999 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 48 visits today.