Sarek

( სარეკის ეროვნული პარკი )

სარეკის ეროვნული პარკი (შვედ. Sareks nationalpark) — ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში, იოკმოკის მუნიციპალიტეტში. ესაზღვრება სტორა-სიეფალეტისა და პადიელანტის ეროვნულ პარკებს. პარკი პოპულარულია მოგზაურთა და მთამსვლელთა შორის, მაგრამ არაშესაფერისია დამწყებთათვის. დაარსდა 1909 წელს და ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

ეროვნულ პარკს უხეში წრიული ფორმა აქვს საშუალოდ 50 კმ დიამეტრით. პარკში ასევე არის მონიშნული ბილიკები და მხოლოდ ორი ხიდი, მაგრამ არაა არანაირი საცხოვრებელი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია მთელს შვედეთში ყველაზე წვიმიანია, რაც მოგზაურებს გარემო პირობებზე დამოკიდებულს ხდის. პარკში დაუთვლელი, უცნობის რაოდენობის ნაკადულია, რომლებზე გადასვლაც გამოცდილების გარეშე სახიფათოა.

მდინარე რაპას დელტა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაცად მიიჩნევა, რომლის გაყინული ხეობის ხედიც სკიეფრეს მთიდან იშლება.

პარკში არსებული ზოგიერთი მთის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს, მაგალითად, შვედეთის 13 უმაღლესი, 2 000 მეტრზე მაღალი მწვერვალიდან 6 სარეკის ე...დაწვრილებით

სარეკის ეროვნული პარკი (შვედ. Sareks nationalpark) — ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში, იოკმოკის მუნიციპალიტეტში. ესაზღვრება სტორა-სიეფალეტისა და პადიელანტის ეროვნულ პარკებს. პარკი პოპულარულია მოგზაურთა და მთამსვლელთა შორის, მაგრამ არაშესაფერისია დამწყებთათვის. დაარსდა 1909 წელს და ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

ეროვნულ პარკს უხეში წრიული ფორმა აქვს საშუალოდ 50 კმ დიამეტრით. პარკში ასევე არის მონიშნული ბილიკები და მხოლოდ ორი ხიდი, მაგრამ არაა არანაირი საცხოვრებელი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია მთელს შვედეთში ყველაზე წვიმიანია, რაც მოგზაურებს გარემო პირობებზე დამოკიდებულს ხდის. პარკში დაუთვლელი, უცნობის რაოდენობის ნაკადულია, რომლებზე გადასვლაც გამოცდილების გარეშე სახიფათოა.

მდინარე რაპას დელტა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაცად მიიჩნევა, რომლის გაყინული ხეობის ხედიც სკიეფრეს მთიდან იშლება.

პარკში არსებული ზოგიერთი მთის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს, მაგალითად, შვედეთის 13 უმაღლესი, 2 000 მეტრზე მაღალი მწვერვალიდან 6 სარეკის ეროვნული პარკის საზღვრებში მდებარეობს.

ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს პორტეს ობსერვატორია, რომელიც ადრეულ 1900-იან წლებში აშენდა.

საერთო კამში, პარკში სულ 100 მყინვარია.

Photographies by:
Statistics: Position
801
Statistics: Rank
132730

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
586972314Click/tap this sequence: 6412

Google street view

Where can you sleep near სარეკის ეროვნული პარკი ?

Booking.com
489.334 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 161 visits today.