Dioklecijanova palača

( დიოკლეტიანეს სასახლე )

დიოკლეტიანეს სასახლე (ხორვატ. Dioklecijanova palača) — ნაგებობა ხორვატიის ქალაქ სპლიტში, რომელიც რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ააგო.

სასახლე მდებარეობს უბეში შეჭრილ პატარა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სალონადან 4 მილის დაშორებით, რომელიც იმ დროისათვის რომის პროვინცია დალმაციის დედაქალაქი იყო.

მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია რომაელებმა მიატოვეს, სასახლე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცარიელი რჩებოდა. VII საუკუნეში, შემოგარენში მაცხოვრებლებმა ბარბაროსების თავდასხმებს გაქცევით უშველეს თავს სასახლის კედლებს შეეფარნენ. ამის შემდეგ, სასახლე ადგილობრივების მიერ იქნა ათვისებული, აქ მათ საცხოვრებელი სახლები და საკუთარი წარმოებები მოაწყვეს. დღეისათვის, მის კედლებს შიგნით შესაძლებელია რამდენიმე რესტორნისა და მაღაზიის ხილვა.

შუა საუკუნეების შემდეგ, სასახლე ევროპელთათვის უცნობი იყო, სანამ ის შოტლანდიელმა ნეო-კლასიკოსმა არქიტექტორმა რობერტ ადამმა არ აღწერა, რომელმაც ფრანგ მხატვარ-ანტიკვარისტ შარლ-ლუი კლერისოსა და რამდენიმე სხვა ხე...დაწვრილებით

დიოკლეტიანეს სასახლე (ხორვატ. Dioklecijanova palača) — ნაგებობა ხორვატიის ქალაქ სპლიტში, რომელიც რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ააგო.

სასახლე მდებარეობს უბეში შეჭრილ პატარა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სალონადან 4 მილის დაშორებით, რომელიც იმ დროისათვის რომის პროვინცია დალმაციის დედაქალაქი იყო.

მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია რომაელებმა მიატოვეს, სასახლე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცარიელი რჩებოდა. VII საუკუნეში, შემოგარენში მაცხოვრებლებმა ბარბაროსების თავდასხმებს გაქცევით უშველეს თავს სასახლის კედლებს შეეფარნენ. ამის შემდეგ, სასახლე ადგილობრივების მიერ იქნა ათვისებული, აქ მათ საცხოვრებელი სახლები და საკუთარი წარმოებები მოაწყვეს. დღეისათვის, მის კედლებს შიგნით შესაძლებელია რამდენიმე რესტორნისა და მაღაზიის ხილვა.

შუა საუკუნეების შემდეგ, სასახლე ევროპელთათვის უცნობი იყო, სანამ ის შოტლანდიელმა ნეო-კლასიკოსმა არქიტექტორმა რობერტ ადამმა არ აღწერა, რომელმაც ფრანგ მხატვარ-ანტიკვარისტ შარლ-ლუი კლერისოსა და რამდენიმე სხვა ხელოვანთან ერთად გამოაქვეყნა „იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ნანგრევები დალმაციაში“ (ლონდონი, 1764 წ). დიოკლეტიანეს სასახლე ადამის ახალი, ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილის შთაგონების წყარო გახდა.

დღეისათვის, სასახლე ადგილობრივი მნიშვნელობის საზღვრებს სცდება. ის ხორვატიის სანაპირო ზოლში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა, ამავე დროს, წარმოადგენს მსოფლიოში შემორჩენილ ყველაზე სრულყოფილ რომაული სასახლის ნაშთს, რომელსაც ევროპისა და ზოგადად მსოფლიოს მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უკავია.

1979 წელს, დიოკლიტიანეს სასახლის გარშემო გაშენებული ისტორიული ქალაქი სპლიტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

Photographies by:
Statistics: Position
1169
Statistics: Rank
99037

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
315798462Click/tap this sequence: 3921

Google street view

Where can you sleep near დიოკლეტიანეს სასახლე ?

Booking.com
489.284 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 111 visits today.