Pompei (città antica)

( პომპეი )

პომპეი (ლათინურად: Pompeii) — ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში.

ქალაქი აღმოაჩინეს 1748 წელს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტემატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო იტალიელი ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

1997 წელს, ქალაქის ნაშთები ჰერკულანუმთან და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ისტორია

ბოლო გათხრებმა აჩვენა, რომ პირველ ათასწლეულში არსებობდა დასახლებასთან ახლოს ქალაქი ნორეა ძვ. წ. VII საუკუნეში. ახალ დასახლება პომპეიში დაფუძნდა ძვ. წ. VI საუკუნეში. ბაზის სახელი იყო რუტრე. გარკვეული დროით პომპეი ეკუთვნოდა კუმას, VI საუკუნის დასასრულს ეტრუსკების გავლენის ზემოქმედების ქვეშ არიან და შედის ქალაქების კავშირში რომელსაც სათავეში უდგას ქალაქი კაპუია. ამის გამო ააშენეს დორიული ტაძარი, ბერძნული ღმერთების პატივსაცემად.

Photographies by:
Alago - Public domain
Statistics: Position
35
Statistics: Rank
1446371

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
715682394Click/tap this sequence: 1844

Google street view

Where can you sleep near პომპეი ?

Booking.com
487.372 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 5 visits today.