Hrvatski jezik ( ხორვატული ენა )

ხორვატული ენა (იგივე სერბულ-ხორვატული ან ხორვატულ-სერბული ენა) წარმოადგენს სლავური ენების სამხრეთსლავურ ჯგუფს და შედის ინდოევროპული ენების დიდ ოჯახში. ხორვატები გამოყენებენ ლათინურ ანბანს, ანუ ე.წ. „ლატინიცას“, განსხვავებით სერბებისაგან, რომლებიც კირილურ ანბანს ხმარობენ, კირილურ ანბანს, ანუ კირილიცას (სერბები და ხორვატები ამ უკანასკნელს წარმოთქვამენ როგორც „ირილიცა“).

ხორვატული ენა სერბულისაგან მეტად მინიმალურად განსხვავდება, თუმცა ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური მიზეზების გამო ისინი დღესდღეობით სხვადასხვა ენებად იწოდებიან.

ხორვატულისა და სერბულის შედარებისას თავს იჩენს რიგი მცირედი ლექსიკური სხვაობებისა, არის სხვაობები მორფოლოგიასა და სინტაქსში, ასევე ფონეტიკაშიც.

კომუნიკაცია სერბულად და ხორვატულად მოსაუბრეებს შორის შეიძლება სრულიად დაუბრკოლებლად მიმდინარეობდეს.