ნან-მადოლი

ნან-მადოლი (ინგლ. Nan Madol) — ისტორიამდელი პერიოდის ქალაქის ნანგრევები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე. არქიპელაგის საერთო ფართობია 79 ჰა, შედგება 92 კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ხელოვნური არხებითაა დაკავშირებული. ქალაქი ასევე ცნობილია „მიკრონეზიის ვენეციის“ ან „წყნარი ოკეანის ვენეციის“ სახელით. მდებარეობს კუნძულ ტემვენის ახლოს, კუნძულ პონპეის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

1500 წლამდე ნან-მანდოლი იყო მმართველი დინასტიის საუდელერების დედაქალაქი. ნან-მადოლის მეგალითური კულტურა უნიკალურია, ერთადერთი მისი მსგავსია ქალაქ ლელუს ნანგრევები, რომელიც მდებარეობს 550 კმ-ით დაშორებულ მეზობელ კუნძულ კუსაიეზე.

ისტორია

ნან-მანდოლის კომპლექსმა თანამედროვე სახე მიიღო დაახლოებით 1285-1485 წლებს შორის, საუდელერების მმართველობის პერიოდში. საუდელერების აღზევების დროს მიკრონეზიელებმა დაიწყეს დასახლება კუნძულზე და დაიწყეს სხვადასხვა ნაგებობების აშენება. დაახლოებით 1500 წლისათვის მმართველი დინასტიის წარმომადგენლები აღნიშნული ტერიტორიებიდან გააძევეს. რა იყო ამის მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ნან-მადოლი დაიპყრეს მეზობელი კუნძულის, კუსაიეს წარმომადგენლებმა.

1529 წელს ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო დე საავედრამ აღმოაჩინა არქიპელაგი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს კაროლინის კუნძულები. შემდეგ კუნძულებზე გამოჩნდნენ ამერიკელები და ევროპელებიც, რომლებმაც აღმოაჩინეს სრულიად დაცლილი ქალაქი. თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ აქ დღესაც ცხოვრობენ სულები.

განადგურებული ქალაქის ქვები წყლის ქვეშაა მოქცეული და დაფარულია მარჯნის სქელი ფენით. ნაგებობები სანაპიროსთან მდებარეობს ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეში. როგორც ცნობილია შუა საუკუნეებში ზღვის დონე დაბალი იყო 1-1,5 მეტრით, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საუდელერების დინასტიამ გამოიყენა მანამდე არსებული ძველი შენობის ფუნდამენტი.

Photographies by:
Patrick Nunn - CC BY-SA 4.0
NOAA - Public domain
Statistics: Position
333
Statistics: Rank
223871

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
564273189Click/tap this sequence: 2741

Google street view

Where can you sleep near ნან-მადოლი ?

Booking.com

What can you do near ნან-მადოლი ?

489.381 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 19 visits today.