餅 ( მოჩი )
მოჩი (იაპონ. 餅, もち) - იაპონური ბრინჯის დესერტი, რომელიც მზადდება მოჩიგომისგან, მრგვალმარცვლოვანი იაპონური წებოვანი ბრინჯისგან და ზოგჯერ სხვა ინგრედიენტებისგან, როგორიცაა წყალი, შაქარი და სიმინდის სახამებელი. ბრინჯს ნაყავენ, სანამ ერთიან, ოდნავ სველ მასას არ მიიღებენ და სასურველ ფორმას აძლევენ. იაპონიაში მოჩის ტრადიციულად ამზადებენ ცერემონიალზე, რომელსაც ეწოდება მოჩიცუკი. მიჩნეულია იაპონურ საახალწლო ტრადიციულ ტკბილეულად, შესაბამისად, ხშირად ამ პერიოდში ყიდულობენ და მიირთმევენ.
მოჩი არის მრავალკომპონენტიანი საკვები, მასში შედის: პოლისაქარიდები, ლიპიდებს, ცილები და წყალი. მისი სტრუქტურა ამილოპექტინს, სახამებლის მარცვლებს და ჰაერის ბუშტებს წარმოადგენს. ამ ბრინჯისათვის დამახასიათებელია ამილოზის სახამებლის დაბალი დონე, ცილის კონცენტრაცია კი სხვა ბრინჯის სახეობებთან შედარებით უფრო მაღალია. მოშის ბრინჯში ამილოზის შემცველობა უმნიშვნელოა, ხოლო ამილოპექტინის მაღალი, შედეგად, მოჩის გელის მსგავსი ტექსტურა აქვს.
მოჩი მსგავსი დესერტია იაპონური დანგო, თუმცა, დანგო განსხვავებული სახეობის ბრინჯის ფქვილისგან მზადდება.