მნაიდრა

მნაიდრა — მეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსიდან დაახლოებით 500 მეტრში. აშენებულია ძვ. წ. მეოთხე ათასწლულში და მალტის სხვა მეგალითურ ნაგებობებთან ერთად დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებად მიიჩნევა, ამავე დროს, აღნიშნულ ძეგლებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები“.

მნაიდრა მარჯნის კირქვითაა ნაგები. გააჩნია რთული ჯვარედინული დაგეგმარება. პრეისტორიული სტრუქტურა სამი გაერთიანებული, მაგრამ არა ერთმანეთთან შეერთებული ტაძრისგან შედგება — ზედა, შუა და ქვედა ტაძრები. მათ შორის უძველესი ზედა ტაძარია (ძვ. წ. 3600-3200). ქვედა ტაძარი სავარაუდოდ ასტრონომიული დაკვირვებებისათვის გამოიყენებოდა.

ტაძარში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1840 წელს დაიწყო.

Photographies by:
Sudika - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3758
Statistics: Rank
30315

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
671234958Click/tap this sequence: 4164
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მნაიდრა ?

Booking.com
491.312 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 156 visits today.