المسجد النبوي

( მასჯიდ ალ-ნაბავი )

ალ-მასჯიდ ალ-ნაბავი (არაბ. المسجد النبوي „წინასწარმეტყველის მეჩეთი“) — მეჩეთი მედინაში, ისლამის მეორე სიწმინდე მექის მეჩეთის შემდეგ. წინასწარმეტყველი მუჰამედის ბოლო განსასვენებელი მეორე უწმინდეს ადგილად მიიჩნევა, როგორც შია, ისე სუნი მუსლიმთა მიერ. ეს ასევე სიდიდით მეორე მეჩეთია მსოფლიოში.

ნაგებობის ყველაზე გამორჩეული ადგილია მწვანე გუმბათი მეჩეთის ცენტრში, სადაც მუჰამედის აკლდამა მდებარეობს. მწვანე გუმბათის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ უკვე ადრეული XII საუკუნის ხელნაწერებში გუმბათის აღწერაა მოყვანილი.

ამ ადგილას მეჩეთის აგებამდე მუჰამედის სახლი იდგა. ის აქ დასახლდა მედინაში ჰიჯრას (ემიგრაციის) შემდეგ. შემდეგ აქვე დაიწყო მეჩეთის აგება. მუჰამედი თავად მონაწილეობდა მშენებლობის სამუშაოებში. პირველ მეჩეთს სახურავი არ ჰქონდა. ამ მარტივი გეგმით იქნა შემდგომში აგებული მეჩეთები მთელ მსოფლიოში.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
935816742Click/tap this sequence: 6884
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მასჯიდ ალ-ნაბავი ?

Booking.com

What can you do near მასჯიდ ალ-ნაბავი ?

8.818.760 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 875 visits today.