მალაგასიური ენა

მალაგასიური ენა (მალაგ. Malagasy, ფრანგ. langue malgache) — მადაგასკარის რესპუბლიკის ოფიციალური ენა. განეკუთვნება მალაიურ-პოლინეზიური ენების ინდონეზიურ შტოს. ამ ენაზე ლაპარაკობს 18 მლნ-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებულია აგრეთვე კომორის და სენტ-მარის კუნძულებზე. მალაგასიურ ენაში თანხმოვანთა თავშეყრა არ შეინიშნება, არსებითი სახელი რიცხვის, ბრუნვისა და სქესის მიხედვით უცვლელია. ჭარბადაა ნასესხები სიტყვები. ენის ჩამოყალიბება დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან. დამწერლობა შეიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში; ემყარება ლათინურ გრაფიკას.