ლადაქი ან „პატარა ტიბეტი“ — მთიანი უდაბნო, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ჰიმალაისა და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან. ლადაქის პოპულარული სახელი არის „ლამაების, გომპებისა და მონასტრების მიწა“. ლადაქის კულტურა ბუდისტურ და ტიბეტურ გავლენას განიცდის, რისი მიზეზიც მის მრავალფეროვან ისტორიაშია. ლადაქი უძველესი დროიდან იზიდავდა მოგზაურებს და ახლაც ბევრი ტურისტი სტუმრობს მას. ექსტრემალური კლიმატის, დიდი სასიარულო მანძილის და გარემოს მოწყვეტილობის მიუხედავად ლადაქის ფესტივალს ბევრი სტუმარი ჰყავს. ლადაქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგს ბუდისტი მოსახლეობა, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ. დღეს ლადაქი ჯამუსა და ქაშმირის შტატის შემადგენლობაშია და ინდოეთს ეკუთვნის.

ისტორია

„მთიანი აზიის გზაჯვარედინი“, „ღმერთებისა და ადამიანების მიწა“, „უკანასკნელი შანგრილა” და „პატარა ტიბეტი“ ყველა დასავლელი მოგზაურების მიერ ლადაქისთვის დარქმეული სახელები არის XIX-XX საუკუნეებში. სინამდვილეში ლადაქის აღწერილობა უფრო კომპლექსურია: ლადაქი საუკუნეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი იყო, რადგან მას გააჩნდა სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც წარმოადგენდა იარკანდის, აღმოსავლეთ ტიბეტის, ჩინეთის, ინდოეთის და ქაშმირის სავაჭრო გზების გზაჯვარედინს.[1] 

ლადაქის ადრეული ისტორიაზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია მისმა მეზობელმა ტიბეტმა, რადგან გვიანი მეშვიდე ან ადრეული მერვე საუკუნიდან ის შედიოდა ტიბეტის იმპერიის შემადგენლობაში. იგულისხმება არა მარტო პოლიტიკური ზეგავლენა, არამედ რელიგიურიც. ტიბეტის იმპერიის დედაქალაქის, ლჰასას მმართველი დიდ როლს თამაშობდა ლადაქის ყოველდღიურ არსებობაში, რადგან ის იყო მმართველი, რომლისთვისაც რეგიონის ყველ ბუდისტს თაყვანი უნდა ეცა და დამორჩილებოდა.

მეათე საუკუნეში იმპერია დაიშალა და ომები დაიწყო ამბიციურ მმართველებს შორის, რომელთაც საკუთარი პატარა „იმპერიების“ შექმნა უნდოდათ.

ლადაქი ყოველთვის იბრძოდა დამოიუკიდებლობისთვის, და ორმა მმართველმა შეძლო კიდეც ეს მეათე და მეჩვიდმეტე საუკუნეში. სწორედ ტიბეტის იმპერიის დაშლის შემდეგ მოიპოვა ლადაქმა დამოუკიდებლობა, მაგრამ ომები ისევ მიმდინარეობდა.[2] 

ასე გრდძელდებოდა მე-13 საუკუნემდე  სანამ მონღოლურმა ტერორმა არ გადაურა ამ რეგიონს და ლადაქის მეფე ბკრა-შის-დგონი დანებდა. ლადაქს დამოუკიდებლობა ადრეულ მე-16 საუკუნემდე არ დაუბრუნებია.[3]

1681 წელს ომი დაიწყო ლადაქისა და ლჰასას შორი, ლადაქმა ვერ შეაჩერა ტიბეტური არმია და დახმარება იბრაჰიმ ხანს, ქაშმირის მმართველს თხოვა, რომელის, თავის მხრივ, მოგოლთა იმპერიას ექვემდებარებოდა. ქაშმირის არმია დაეხმარა ლადაქს და ტიბეტელემა უკან დაიხიეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმად დაჯდა, რომ მეფე დელდან ნამგიალმა ფორმალურად მიიღო ისლამი და ეწოდა, აქიბათ მაჰმუდ ხანი. მას ყოველ 3 წელიწადში ერთხელ სიმბოლური ხარკი უნდა გაეგზავნ ქაშმირისთვის და მონეტებზე მოგოლთა იმპერატორის სახელი უნდა დაებეჭდა.  [4]

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 1834 წელს, ლადაქს შემოესია გულაბ სინგი, ჯამუს მმართველი 1842 წელს დაიპყრო იგი. ოთხი წლის შემდეგ შეიქმნა ჯამუსა და ქაშმირის შტატი, რომელშიც ლადაქიც მოექცა. ჯამუ და ქაშმირი უკვე ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყვნენ, როგორც ინდოეთის იმპერიის ნაწილი. 1947 წელს, კი უკვე ინდოეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წევრი გახდნენ.

დღესაც, ლადაქის პოლიტიკური სტატუსი დავის ქვეშაა ინდოეთთან. ბევრ ლადაქს უნდა, რომ რეგიონი გამოყოფილი იყოს ჯანუს და ქაშმირს და გახდეთ ტერიტორია, რომელიც პირდაპირ დელიდან იმართება და არა ჯამუს და ქაშმირის გავლით. ამ დროს, მთლიანად ჯანუს და ქაშმირის შტატის ტერიტორიაც დავის ქვეშაა პაკისტანთან.

ასეთი რთული ისტორიული ფონის გამო, ბევრი ფიქრობს, რომ ლადაქი არ უნდა გავიაზროთ, როგორც მხოლოდ ინდოეთი ან ტიბეტი, არამედ როგორც პერიფერია, რომელიც ამ რეგიონების დამაკავშირებელი გზაჯვარედინია.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რეგიონზე წვდომადობ გაიზარდა, რამაც ახალ გამოკვლევებს დაუდო საფუძველი, ამ გამოკვლევები ძირითადად შეადგენს ლინგვისტების, ხელოვნების ისტორიკოსების, ანთროპოლოგების და დოკუმენტური ისტორიკოსების ნაშრომები. წყაროები, რომელსაც ისინი იყენებნ მოიცავს, როგორც ქვებზე და ტაძრებზე წარწერებს ასევე ხალხურ ისტორიებს და არქივულ ჩანაწერებს სხვადასხვა ენაზე.

რეგიონის ეკონომია ყოველთვის აგრიკულტურული იყო და მას არასდროს გააჩნდა საკმარისი რესურსები, რომ დიდი არმიებს ყოფნოდა. სამაგიეროდ, ყოველთვის იყო საკმარისი რესურსები მონასტრული პოპულაციისთვის და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. ლადაქის ისტორიაში, ყველაზე მომგებიანი და გრძელი სავაჭრო ხაზი იყო ტიბეტიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული შალი, რომელიც ქაშმირში მიდიოდა. ამ სავაჭრო ხაზის კონტროლი ყოველთვის მომგებიანი იყო ლადაქის მმართველების და რეგიონალური მტრებისთვისთვის, რის გამოც ყოველთვის ბრძოლა მიმდიონარეობა.[5]

The Lost world of Ladakh: early photographic journeys through Indian Himalaya 1931-1934 Rupert Wilmot - Nicky Harman - Roger BatesLadakh, the wonderland: a geographical, historical, and sociological study Teg Kapur - Mittal Publications - 1987Cultural history of Ladakh - Bulletin of Tibetology 1996 No.3 -Namgyal Institute of TibetologyLADAKHI HISTORY AND INDIAN NATIONHOOD - John Bray, SOUTH ASIA RESEARCH, Vol.l l, No.2, November 19911Ladakhi histories: local and regional perspectives John Bray - Brill - 2005
Photographies by:
No machine-readable author provided. Deeptrivia assumed (based on copyright claims). - CC BY-SA 3.0
Walter Inspruckner - CC0
Statistics: Position
998
Statistics: Rank
112310

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
281697453Click/tap this sequence: 8735

Google street view

Where can you sleep near ლადაქი ?

Booking.com
489.212 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 39 visits today.