ლა-კორუნია (ესპ. La Coruña) — ქალაქი და ნავსადგური ესპანეთში, გალისიაში, ატლანტის ოკეანის ნაპირზე, ლა-კორუნიის ყურეში. ლა-კორუნიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1208 წელს, თუმცა ნავსადგურის არსებობა ამ ადგილებში რომის იმპერიის ეპოქაშიც ივარაუდება. XVI საუკუნიდან გალისიის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი იყო. 1588 წელს იყო ესპანეთის უძლეველი არმადის გამგზავრების ადგილი, მომდევნო წელს კი ქალაქი ინგლისელი მეზღვაურის, ფრენსის დრეიკის თავდასხმამ დააზიანა. ნაპოლეონის ომების დროს, 1809 წელს აქ გაიმართა ბრძოლა საფრანგეთის და ინგლისის ჯარებს შორის (კორუნიას ბრძოლა). ამჟამად ჩრდილოეთ ესპანეთის მნიშვნელოვანი სანაოსნო და თევზსაჭერი პორტია.
Photographies by:
Statistics: Position
3018
Statistics: Rank
105163
კომენტარის დამატება